LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

457
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიის კუროს ზოდიაქოს ნიშანში შერწყმით მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. ადამიანებში გაძლიერდება ეჭვები და აგრესია, აკვიატებული აზრები და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ძველი პროექტების დასრულებისა და შედეგების შესაჯამებლად, ნაკლებად გაამართლებს რისკი და ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია მხოლოდ დასახოთ სამომავლო გეგმები.

ჯანმრთელობა – მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ბეჟი, ცისფერი, ლიმონისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, გიშერი, ქრიზოპრაზი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები