LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

471
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:29-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავისუფლებისა და მეგობრობის პლანეტის ურანის დირექტულობა გააუმჯობესებს მეგობრულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებას, სიახლეების დანერგვას, ტექნოლოგიების ათვისებას და მარტივად გამოყენებას.

მოერიდეთ ექსპერიმენტებს, შესრულეთ მხოლოდ ის სამუშაო, რაშიც ერკვევით და კარგად გამოგდით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და ბინის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე საფირონი აქვამარინი, ციტრინი, ძოწი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით მხედველობას და ნერვულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები