დღეს შეასრულეთ თქვენი დაპირებები და იგივე მოითხოვეთ სხვებისგანაც. დააკვირდით თქვენს საქციელს, თქვენც ხომ არ იმეორებთ იმათ შეცდომებს.
დღეს კარგია აბაზანა, საუნა, მასაჟი არომათერაპია – ეს კარგად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე. დღეს შრომისმოყვარეობა კარგად დაგიფასდებათ.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. აურის დაბინძურების ან თვალის აღების ალბათობა ასეთ ადგილებში მოიმატებს. ნუ იქნებით გულუბრყვილო, რათა სხვის მახეში არ გაებათ.
პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება სასწრაფო საკითხების ერთად მოგვარება, ერთობლივი სტუმრობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ტრავმული დღეა ამიტომ მოერიდეთ გაკიცხვას, გაბრაზებას სარისკო მოქმედებებს. სულსწრაფობას. მოერიდეთ ორპირ ქარს, ასევე ცივ და გაზიან სასმელებს. ხალების და პაპილომების მოშორებას, ყურების გახვრეტას. აკონტროლეთ თქვენი საფულე.
სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მშენებლობისთვის, ვაჭრობისთვის, მგზავრობისთვის, უძრავი ქონების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ენდოკრინული სისტემა – ყელის არე, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, ასევე სწორი ნაწლავი. ოპერაციები, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ამ ორგანოებზე არ არის სასურველი. კარგია ეს დღე შარდსასქესო სისტემის მკურნალობისთვის. სახის, კანის, თმების კვებისათვის.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და გიშერი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს.
ფერებიდან ტანსაცმელში პრიორიტეტი მიეცით ყავისფერ ლიმნისფერ, კრემისფერ და მწვანე ფერებს. ისინი მეტად გააჟღერებენ თქვენ მიზიდულობას და შარმს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები გვამცნობენ შემდეგი შემოსავლების შესახებ.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია ეს დღე კუროს, მორიელის, კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის. ნეგატიურია ლომთათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე საშუალოდ წარმატებულია.