LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

553
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:58-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მართალია, მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ვერძისა და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე პიკს 18:57 საათზე მიაღწევს, მაგრამ მთელი დღე რთული და დაძაბული იქნება. გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. ადამიანებში მოიმატებს გაღიზიანება, აგრესია და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი პროექტები და მხოლოდ დასახოთ სამომავლო გეგმები, კარგი იქნება თუ შესასრულებელი საქმეების ნუსხას გააკეთებთ და იხელმძღვანელებთ.

პარტნიორული ურთიერთობა -არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, უმჯობესია სცადოთ კომპრომისის მოძიება და მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და გრძნობის ორგანოებს.

მოერიდეთ ყვირილს, უცენზურო სიტყვებს და წყევლას, რადგან მსგავსი მოქმედება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სუნთქვის სისტემას, მოგიანებით კი, ბუმერანგის პრინციპით დაგიბრუნდებათ ჯანმრთელობის ბევრად რთული პრობლემებით.

დღის ფერები და მინერალები – ბორდო, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, გიშერი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g