LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

982
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:45-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზებუდობის საკრალური დღეა, როცა დღე ღამეს გაუსწორდება. სწორედ მზებუდობა ითვლება ძველ წელთან დამშვიდობების და ახალთან შეხვედრის დღედ, რადგან 21 დეკემბერს არა მხოლოდ წლიური ციკლი სრულდება, არამედ ძველი მზე კვდება და ახალი იბადება. დაალაგეთ სახლი და განთავისუფლდით ძველი ნივთებისგან, შემოუარეთ ყველა ოთახს ანთებული სანთლით, გადაუხადეთ მადლობა ძველ წელს და წარსულს ჩააბარეთ ყველა პრობლემა. კარგი დღეა სურვილების ჩაფიქრებისთვის, საუკეთესო დრო კი, 21:12 და 21:21 საათია, თუმცა სურვილები აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს.

მზის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას, ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას, შრომისუნარიანობას, პრაგმატულობას, ნებისყოფას და მოთმინებას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და ზედმეტ პირდაპირობას გააძლიერებს ადამიანებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, გიშერი, ამეთვისტო, ოპალი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.  

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანსა და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები