LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

437
mixeilcagareli20245

მზის ერთი თვით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ინტუიციას, ემოციურობას და მგრძნობიარობას, პატრიოტიზმს და ოჯახის, ტრადიციების სიყვარულს, მეორეს მხრივ, ხასიათის ცვალებადობას, ტყუილისა და წუწუნისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.

ზაფხულის მზებუდობის საკრალური, წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი დღეა. ჩაიფიქრეთ სურვილი, იოცნებეთ და ილოცეთ, რადგან სწორედ დღეს გაქვთ სურვილების ასრულების ყველაზე დიდი შანსი.

მაღალია პრობლემების ალბათობა კომუნიკაციის სფეროში. შეფერხდება მოძრაობა და კომპიუტერული ტექნიკის მუშაობა.

აკონტროლეთ ემოციები, მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საეჭვო გარიგებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ შესაძლებლობებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვის ორგანოების და ენდოკრინული დაავადებების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ვარდისფერი, ასევე ოპალი, ამეთვისტო, ონიქსი, იასპი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები