LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

444
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურად რთულია, მაღალია მოტყუების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საკანცელარიო ნივთების შესაძენად, საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, მშენებლობისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის. ინფორმაციის გასაცვლელად. კარგი დღეა ასევე თვითმფრინავით მგზავრობისთვის. ნეგატიურია დღე ქორწინებისთვის, ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და თმის შესაჭრელად.

ჯანმრთელობა – სუსუტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვების, ბრონქების ზონა ხელები და მხრები.

დღის ფერები და მინერალები – ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ცისფერი. მინერალები:  ტოპაზი, სერდოლიკი, ჟადეიტი, ამაზონიტი, ლაბრადორი.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ლომებისა  და სასწორებისთვის, დაძაბულია კუროს, თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები