LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

406
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:36-დან 16:19 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მზის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ადამიანებში ერთის მხრივ, მოთმინება, ორგანიზებულობა და დისციპლინა, შეუპოვრობა და პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ, სიჯიუტე და ეჭვიანობა, სარკაზმი და უხეშობა, წყენა და სამაგიეროს გადახდის სურვილი გაძლიერდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მარტივად შეძლებთ ძველი გეგმებისგან განთავისუფლებას და ვალდებულებებისგან თავის დაღწევას. არ ღირს ახალი საქმის დაღწება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ონიქსი, საფირონი, ქრიზოპრაზი, აქვამარინი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა სასწორისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები