დღე გეომაგნიტურია, რაც პრობლემას გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუქმნის, რამაც შესაძლოა თავის ტკივილი და წნევის პრობლემები გამოიწვიოს. დასუსტებულია ნერვული სისტემაც, ამიტომ მეტად დაისვენეთ და ჯანმრთელობის პროფილაქტიკური ღიონისძიებები ჩაიტარეთ. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა, შემოდგომის დღე ღამის ტოლობა-ბუნიობა. დაისახეთ მიზნები და იყავით მაქსიმალურად მშვიდად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას. დღე ნეგატიურია ქორწინებისთვის, სესხის ასაღებად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად.
ჯანმრთელობა – დასუსტებული ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭი და მკერდი. ოპერაციების ჩატარება აღნიშნულ ორგანოებზე, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, არ არის რეკომენდებული.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი. ფერები: იისფერი, ზურმუხტი, ყვითელი იასპი, ოპალი, აქატი და მარჯანი.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, თხის რქისა და თევზებისათვის. ნეგატიურია ტყუპების, ლომისა და სასწორებსთვის.