LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

512
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური, მგრძნობიარე და რომანტიკული თევზების, მთვარე კი, ტრადიციების და ოჯახის მოყვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არაა გამორიცხული უიზეზოდ გაგიფუჭდეთ განწყობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას, გაიხსენეთ ძველი ოჯახური ტრადიციები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა პარტნიორულ ურთიერთობებში უსიამოვნებების გასარკვევად და ძველი ურთიერთობების აღსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლას და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ართრიტისა და ართროზის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, ამეთვისო, ამაზონიტი, ამეთვისტო, მალაქიტი, ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები