LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

476
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან კამათს, რადგან არაა გამორიცხული წვრილმანმა უთანხმოებამ სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის შესაძენად და მიღებული ინფორმაციის გასაანალიზებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით და ხილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს. პოზიტიური დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – ტოპაზი, ქარვა, ნეფრიტი, აქვამარინი და გეაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები