LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1205
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისას, რადგან მაღალია თაღლითობის და მოტყუების ალბათობა.

დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე, გააანალიზეთ შეცდომები და გააკეთეთ დასკვნები, რათა მომავალში თავი დაიცვათ ანალოგიური შეცდომებისგან.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის დასრულებისა და ახალი პარტნიორის მოსაძიებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს, ახალი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შეძენა და ჩაცმა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ლიმფურ და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარჯანი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ლომის, სასწორის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთა ჰიპერაქტიურობა ზედმეტად თვალშისაცემი და ბევრისთვის გამაღიზიანებელი იქნება. ეცადეთ მეტი იმოძრაოთ და დაიხარჯოთ ფიზიკურად, რათა მოზღვავებული ენერგია აგრესიაში არ გადავიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g