LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

643
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ვერძისა და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. მოიმატებს აგრესია და დეპრესია, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა. ეცადეთ დღე მშვიდად, ზედმეტი ფორიაქისა და ნერვიულობის გარეშე გაატაროთ. დაივიწყეთ ბრაზი, ითხოვეთ პატიება შეცდომებისთვის და აპატიეთ ახლობლებს ძველი წყენა. პატივი ეცით სხვების აზრს და სურვილებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ინვესტირება და კაპიტალის დაბანდება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ ხორციანი კერძების მირთმევას და ალკოჰოლური სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – ლალი, იაგუნდი, გიშერი, ძოწი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g