LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1001
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:11 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ საკუთარი პრობლემებით სხვათა შეწუხებას, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან არაა გამორიცხული მოჭარბებულმა გრძნობებმა რეალობის ობიექტურად აღქმის უნარი დაგაკარგინოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, სპონსორების და გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით ნერვულ და ლიმფურ სისტემას, ფეხის კუნთებს და ტერფებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემები ელით ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები