LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1269
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ სხვათა განკითხვას და გაკიცხვას.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

დაუკვირდით დეტალებს, რადგან არაა გამორიცხული სწორედ დღეს მოიძიოთ ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზები.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოულოდნელად შეცვლილი გეგმები სწრაფად აზროვნებას და სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ, რაც ღირსებებთან ერთად, თქვენს ნაკლოვანებებსაც წარმოაჩენს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ბინის დიზაინის და ინტერიერის შეცვლისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თმის და სახის კანის სამკურნალოდ, სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, მასაჟისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g