LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

99
BeFunky-collage (13)

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორთა პარტიის ლიდერი და, შესაბამისად პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ხდება.

პრემიერობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასის კონკურენტი ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი იყო, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობის დაშლის კამპანიას მეთაურობდა.

ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე.

როგორც BBC წერს, ტრასმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე მოსვლის პირველივე დღიდან გადასახადების შემცირებას დაიწყებს.

ხმის მიცემა კონსერვატიულ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.  მას შემდეგ, რაც ჯონსონმა პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა, მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები