LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ხანია ვფიქრობდით მე და სანდრო – კალათბურთზე გვევლო თუ ფეხბურთზე…ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებამ გადაწყვეტილება ფეხბურთის სასარგებლოდ მიგვაღებინა – ერთი მაგარი ბიჭის წარმატება მოტივაციას აძლევს თაობებს: ნიკა მელია

148
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თავისი შვილის, სანდრო მელიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნიკა აღნიშნავს დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ კალათბურთზე შესულიყო სანდრო, თუ ფეხბურთზე, თუმცა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებამ გადაწყვეტილება ფეხბურთის სასარგებლოდ მიაღებინა.

„დიდი ხანია ვფიქრობდით მე და სანდრო – კალათბურთზე გვევლო თუ ფეხბურთზე. ბოლოს, ორივეს გადაწყვეტილება ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებამ ფეხბურთის სასარგებლოდ მიგვაღებინა და აი, 7 წლის სანდრო უკვე დინამოს აკადემიაშია!

გამარჯვება ასხივებს, ერთი მაგარი ბიჭის წარმატება მოტივაციას აძლევს თაობებს და მე მჯერა, სწორედ ხვიჩას წარმატებების გამო, კიდევ უფრო მეტი ბიჭი გადაწყვეტს ფეხბურთელობას.

მადლობა დინამოს აკადემიას, იმისთვის რომ ამდენ ბავშვს აძლევს ბურთს და მოედანს – ასპარეზს. იმისთვის რომ ამდენი ბავშვი ეთამაშება ამ მართლაც ძალიან მაგარ გარემოში ბურთს და თავის მომავალს. Sandro Fox“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები