დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
ამის შესახებ ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საზოგადოებრივ მაიუწყებელს განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დაიტბორა.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყალმა საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებზეც შეაღწია და ასევე, ერთ-ერთი კორპუსის გადახურვაც დააზიანა.