LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისკუსია – უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი!- მამუკა ხაზარაძე “ნამოხვანჰესზე”

91
მამუკა ხაზარაძე

„დისკუსია – უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი!“ – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ჰესი უნდა აშენდეს მაღალი ევროპული სტანდარტით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

„უნდა ავაშენოთ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ევროპული სტანდარტით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ყველა კითხვაზე პროფესიონალების კვალიფიციური პასუხის და დასკვნის შემდეგ, სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, ინვესტორთან სამართლიანი ხელშეკრულების და რისკების გადანაწილების პირობებში.

ძალით და ბარიკადების აღმართვით ვერაფერს ააშენებ, და თუ მაინც ააშენებ, ის ვერ მოემსახურება ადამიანს, გარემოს, მომავალს, მის კეთილდღეობას და ვერც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას!“. – წერს  მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები