LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

108
1

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში დაიწყო.

ჯო ბაიდენი და ვლადემირ პუტინი პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან

მხარეებს შორის მოლაპარაკებები “ლა გრანჟის” საუკუნოვან ვილაში იმართება, მათი მასპინძელი შვეიცარიის პრეზიდენტი გაი პარმელინია, რომელიც ვილაში კოლეგებს თავად შეუძღვა.

მან შეხვედრის დაწყებამდე ბაიდენსა და პუტინს წარმატებები და ნაყოფიერი დიალოგი უსურვა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით.

ვიწრო ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებიან.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში, მხარეები სტრატეგიულ სტაბილურობაზე, პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე, კონფლიქტებზე, უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

შეგახსენებთ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2018 წელს შეხვდნენ.