რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები ჟენევის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დაიწყო.
სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, შეხვედრა გაერო-ს ოფისში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექანდრ ფომინი ხელმძღვანელობენ, ხოლო ამერიკულ დელეგაციას შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი.
ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, მხარეები ოფიციალურ შეხვედრამდე, სადილად დასხდნენ
სერგეი რიაბკოვმა გუშინ „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლის ქვეშ დათმობაზე არ წავლენ.
„ბუნებრივია, ჩვენ არ წავალთ რაიმე დათმობაზე ზეწოლის ქვეშ ან მოლაპარაკებების მონაწილეთა მუდმივი მუქარის ფონზე,“ – განაცხადა რიაბკოვმა.
ამასთან, მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.