LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

90
ერჯკ

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 ”კორშა-შატილის” მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი დაბალი ტემპერატურა და ზვავსაშიშროებაა.

მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები