რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი “ბრიუსელის კომბოსტოს” შეადარა.
საგულისხმოა, რომ მედვედევი ეხმაურება ბორელის განცხადებას, სადაც მან თქვა: „უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა გამოიწვევს სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“.
„ბატონი ბორელი დამჭკნარი ბრიუსელური კომბოსტოა. რუსეთის მიერ ატომური დარტყმის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება პარანოიაა“, – აცხადებს მედვედევი.
ამავე თემაზე: