LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა” – ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩავიდა

130
2199e0d523d0cf1dd14683317aee8806_1679926034_extra_large

დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ცხელ წერტილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩასვლისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას მყარად ფეხზე დგომასა და ოკუპანტებთან გამკლავებაში ეხმარება.

„ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის; სლავიანსკისთვის, კონსტანტინოვკისა და დრუჟკოვკისთვის, ავდეევკისა და ტორეცკისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის – არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს.

სწორედ აქ, დნიპროში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ. დნიპროში ხდებოდა მოხალისეების მუშაობის კონცენტრირება აგრესიის პირველივე დღიდან. მე მადლობას გიხდი, დნიპრო, მადლობა ყველას ამ ქალაქში, ვინც ეხმარება უკრაინას ფეხზე მყარად დგომასა და ოკუპანტის წინააღმდეგ შეტევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები