LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონბასი უკრაინული იქნება – ზელენსკი

66
zelennnks

თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ ნგრევისა, უკრაინას მაინც აღადგენენ.

“როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია ძალიან მძიმეა. ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ იმ მიზნებს, რასაც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ელოდნენ, ამიტომ მათ დონბასში მაქსიმალური არტილერიის კონცენტრირება მოახდინეს, არის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას ისე, როგორც ჩვენი დღევანდელი თავდაცვის რესურსები იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გაიზარდოს და ჩვენ გავზრდით მას. თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ ყველა ქალაქსა და დასახლებას მაინც აღვადგენთ. ჩვენი უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები