LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ

113
Untitled design11

ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები – დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი  რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ – რეგიონების “დამოუკიდებლობა” აღიაროს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიასაშუალებებში ვრცელდება.

“გთხოვთ, აღიაროთ ლუგანსკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ასევე გთხოვთ, განიხილოთ ლუგანსკისა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”, – განაცხადა პასეჩნიკმა სატელევიზიო მიმართვაში.

მანამდე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა მოსკოვს მისი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა და რუსეთის ლიდერს დონბასის მოქალაქეების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებისთვის მადლობაც გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g