LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

461
პოლიცე

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

პატრონის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მარნეულში მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g