LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მიკვირს.. ოფიციალური პირებიდან ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა” – სალომე ზურაბიშვილი “რეგიონების კვირეულის” გახსნაზე

78
IMG_20220713_221147-822x495

21 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში “რეგიონების კვირეულის” გახსნაზე, რომელიც სვანეთის დღეებით დაიწყო განაცხადა, რომ ღონისძიებაზე რეგიონების ოფიციალური პირები არ მივიდნენ.

“ღონისძიება არანაირად, ან ახლოს, ან შორს არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე.

ჩვენ ყველას მივწერეთ, ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას… ჩამობრძანდით და ეს ადგილი თქვენია, როგორც გინდათ, ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ გამოიყვანეთ და ამით თქვენ თქვენი თავი გამოაჩინეთ ქვეყანაში და ასევე ქვეყნის გარეთ”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ღონისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ისევ მოიპატიჟებენ სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები