LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს: მამულაშვილი

82
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

მამულაშვილის თქმით, დღევანდელი აქციის პირველი მოთხოვნაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

მისივე განცხადებით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ოპოზიცია ბრძოლას გააგრძელებს იმ დრომდე, სანამ “ქართული ოცნება” არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი:

“როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც უკვე უამრავ წერილში აღიარებენ, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, შესაბამისად, ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მიეცეს საშუალება, იმკურნალოს შესაბამის კლინიკაში, რომელსაც სამედიცინო დასკვნის შედეგად მისი ექიმები გვირჩევენ.

ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიწყოთ საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ვიდრე “ქართული ოცნება” არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის მომავლისთვის და ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

დღევანდელი აქციის პირველი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. აუცილებელია, ასევე გავითვალისწინოთ ძირითადი მიზანი – ეს არის ვადამდელი არჩევნები.” – განაცხადა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს აწყობენ. აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

18 წელი ვარდების რევოლუციიდან – სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ

magti 5g