LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მომწონს, რომ “მესამე ძალა” განთავისუფლებულია პარტიული მესიჯბოქსისგან – გრიგოლ ვაშაძე

59
grigol-vashadze

გიორგი ვაშაძესთან არ ვარ, უფრო სწორედ, მარტო გიორგი ვაშაძესთან არ ვარ. ვარ „მესამე ძალასთან“, – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი „მესამე ძალაზე“? იმიტომ რომ ძალიან მომწონს რომ განთავისუფლებული არის აბსოლუტურად ყველა პარტიული მესიჯბოქსისგან და აპირებენ ილაპარაკონ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.

აქტიურად ვიქნები ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო მესამე ძალას. სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებსაც შეთანხმებული ვარ რომ დავეხმარები“, – განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ გუშინ წარადგინა. მისი თქმით, „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g