LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მოულოდნელი ჩემი ამ საქმეში გარევა – რა განმარტებას აკეთებს თენგიზ ცერცვაძე

84
BeFunky-collage (5)

მე პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, არანაირი შეხება არ მქონია არანაირი ფინანსების განაწილებასთან და ჩემთვის ამიტომ იყო ძალიან მოულოდნელი ჩემი ამ საქმეში გარევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მე ვიყავი კლინიკური მართვის ჯგუფი და პასუხს ვაგებდი უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობაზე, გაიდლაინებზეპროტოკოლებზე, ახალ მეთოდებზე, ავადმყოფების გადარჩენაზე და არანაირი შეხება არ მქონია არანაირი ფინანსების განაწილებასთან, მათ შორის, იგივე დანამატების, თუ სხვა რესურსების განაწილებასთან, არც რამე შესყიდვებთან და არაფერთან. ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ჩემი, ასე ვთქვათ, გარევა ამ საქმეში“, – განაცხადა ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში.

„მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“ – თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

შეკითხვაზე, არის თუ არა ფინანსური ხასიათის დარღვევები თბილისის ინფექციურ კლინიკაში, რომლის გენერალური დირექტორიც თავად არის, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციურ კლინიკაში ამის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. ამასთან, თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დარღვევები სადმე იყო, რადგან არ შეიძლება, 200-მდე კლინიკაში ეს გამორიცხოს.

“როგორ შეიძლება, გამორიცხო, 200-მდე კლინიკაში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ეს თანხა როგორ ნაწილდებოდა და ვის აძლევდნენ?! სხვაგან, სხვა დარგებში, რა, ყველაფერი ასე უმწიკვლოდ და აბსოლუტურად იდეალურად არის, ან, თუნდაც სხვა ქვეყნებში?! ამიტომ, სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ასეთი შემთხვევები იყო და მათ შორის, არამიზნობრივი ხარჯვაც, მაგრამ ჩემი პრეტენზია, რაც იყო, ისევ რჩება, რომ ასეთ შემთხვევებში კლინიკები უნდა დასახელდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები