LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან რთულია ახლა თქმა, რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს – ნათია თურნავა

205
103541651-1568991406589537-508040088295240234-n

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი ტურისტული გეოგრაფია, რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს, ველოდებით ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას“.

„როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ მოსახლეობის ჯანმრთელობას“, – ამბობს ნათია თურნავა.

ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი - მარიამ ქვრივიშვილი

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ საქართველოში მოგზაურობის სურვილი. "

„ვითარება ძალიან დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება პირველი ტურისტული გეოგრაფია. რაც მთავარია, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ძალიან კარგად გვაქვს შესრულებული, ანუ აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კარგად იყო მართული. ახლა ველოდებით რამდენიმე რამეს, მთავარი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს, როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოებს მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს, ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ“, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ევროკავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები