LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, მათ შორის ოსებისაც – ქეთევან ციხელაშვილი

72
67957715-2334457069942805-411470545700257792-o

ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით ყველა საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის ყველაზე მთავარი ეს საკითხია, რათა მათი პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ და ეს ინფორმირებულობა გადაიზარდოს რუსეთზე ზეწოლაში.

„ჩვენ არც საერთაშორისო და არც სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით, რათა ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა დაძლეულ იქნას. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა, არის ადამიანის მძევლად აყვანა. არა მხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში.

80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა. საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა – ეს არის ტრაგიკული, რადგან ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები, ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო, ფაქტობრივად მიქაჩვის მცდელობა, ნაცვლად იმისა, რომ მომავლისკენ ჰქონდეთ რაიმე პერსპექტივა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები