LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია – რას აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 

179
ფორტუნა - 2023-05-05T114707.353

აღმაშენებლის გამზირის N75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული.

ამ წუთებისთვის აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.

სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ უწყების თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

მათივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

mazda magti 5g