LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეფექტიანად ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად – პრემიერი ზაზა გახელაძესა და ბებუაზე

93
BeFunky-collage (2)

პრემიერმინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ეფექტიანად მუშაობენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა.

“მოგეხსენებათ საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღდეგ და არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 25 ივნისის პლენარული სხდომაზე, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

პრემიერმა პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეების დახმარების შესახებ ისაუბრა.

„ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g