LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კვალიაშვილი ლუბა უსპენსკაიას წინააღმდეგ ჩივილს აპირებს

600
ekakvaliashvili2017

ეკა კვალიაშვილი წერს, რომ რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია მის სიმღერას ავტორის ნებართვის გარეშე ასრულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ აქვს სურვილი, რუს მომღერალს სასამართლოში უჩივლოს. ეკა კვალიაშვილი ამ საქმისთვის ადვოკატს ეძებს.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსმა მომღერალმა ლუბა უსპენსკაიამ უნებართვოდ აიღო და დღემდე ავტორის დასახელების გარეშე, ასე თავხედურად აკეთებს ფულს ჩემი სიმღერით. კორპორატიულ თუ საიუბილეო კონცერტებზე, რადიოს პირდაპირ ეთერში თუ ამერიკაში, ჩემი სიმღერა хочу тебя видеть რეპერტუარში აქვს შეტანილი და უბერავს, როგორც უნდა,  დაუსჯელობის სინდრომით, ჩვენი საზღვრებივით. აქ, ვერ და არ აღმოჩნდა პროფესიონალი იურისტი, რომელიც მიაყენებინებს ამ დედაკაცს ერთ ადგილს, ამ უსახურებმა თავზე გადაგვიარეს, თავმოყვარეობა საქართველოში 0. რა კანონები მუშაობს, ეს მოგებული და მტკიცებულებებით გაჯერებული საქმე, რით ვერ დაძარით. ჰოდა, მე ვაჯარიმებ ლუბოვ უსპენსკაიას სერიოზული ჯარიმით. გამომეხმაურეთ ვისაც გაქვთ თავი, რომ გამომყვეთ ბოლომდე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები