LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანს რჩეულმა დაბადების დღეზე უზარმაზარი თაიგული მიართვა

3719
ekofangani524

ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი 23 მაისსაა დაბადებული. ის მეგობრებთან ერთად წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში გაემგზავრა, სადაც ეს დღე მხიარულად გაატარა.

იუბილარი შესანიშნავად გამოიყურებოდა და სამეგობროსა და რჩეულ, იურა რუბენიასთან ერთად, არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

ეკო ფანგანმა რჩეული გამოაჩინა

ეკოს თავისმა მეორე ნახევარმა უზარმაზარი თაიგული მიართვა.

დაბადების დღის მილოცვებისთვის ეკომ ყველას დიდი მადლობა შემდეგი სტატუსით გადაუხადა:

„მეგობრებო ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა თქვენ! ყველა თქვენი სიტყვა მათბობს და მახარებს, ამიტომ მიყვარს სოცქსელები, უფრო მეტ ადამიანს შეგვიძლია სიყვარული გავუზიაროთ. ჩემი მისამართით გამოგზავნილი ყველა თქვენი კეთილი სურვილი თქვენი ცხოვრების გზებსაც ანათებდეს. ⭐კიდევ ერთხელ დიდი მადლობა… და განსაკუთრებული მადლობა, ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ჩემი დღე ზღაპრად აქციონ. სწორედ მათ შემახვედრეს ასე ჩემს დაბადების დღეს…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები