LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრის აგარაკის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

197
შსს პოლიცია

წყნეთში სახლის გაქურდვის ფაქტზე, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულმა 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები