LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრომ 122 დევნილ ოჯახს საერთო სარგებლობის ფართები 1 ლარად დაუკანონა

75
rent-or-buy-a-home-e1488428645987

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს (321 ადამიანი) საკუთრებაში გადასცა და დაუკანონა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის ფართები. შესაბამისი განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით – სიმბოლურ ფასად გადავეცით ქონება. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ხუთ ამხანაგობას, რომლებიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, ქობულეთსა და თბილისში, სხვადასხვა რაიონში 1 ლარად გადავცემთ საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მიიღო. ნათია თურნავას განცხადებით, პერიოდულად ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან დაკავშირებით, იქნებიან ესენი დევნილები თუ სოციალურად დაუცველი პირები და მათთვის სიმბოლურ ფასში, 1 ლარად ხდება ფართების დაკანონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები