LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ჯაფარიძე: „ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, 5 დღის შემდეგ 90%-ში „ომიკრონი“ გასულია ორგანიზმიდან…“

12349
elenejafaridze

ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ელენე ჯაფაიძე სოციალურ ქსელში ომიკრონთან დაკავშირებულ ამერიკულ გაიდლაინებს აქვეყნებს, ანუ გზამკვლევებს ქცევის წესებთან დაკავშირებით და წერს:

რატომ არ უნდა ვენდოთ სწრაფ ტესტს ომიკრონის შემთხვევაში – გიორგი კავკასიძის განმარტება

ომიკრონის 4 ძირითადი სიმპტომი და პასუხები კითხვებზე, რომელსაც ბუსტერის გაკეთებამდე სვამენ

„ომიკრონთან დაკავშირებული იზოლაციის წესები!

იქამდე, სანამ ჩვენთან ოფიციალურად გამოაცხადებენ იზოლაციის წესებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ამერიკულ გაიდლაინებსა და სტატიებს გავეცანი და ამოკრეფილ ინფორმაციას შემოგთავაზებთ:

1. სიმპტომიანი პაციენტის იზოლაცია დაყვანილია 5 დღემდე. ამ შემთხვევაში 5 დღის ათვლა სიმპტომის გამოვლენიდან მეორე დღეს ითვლება. მაგ. პირველი სიმპტომი გამომივლინდა ორშაბათს, გავიტესტე ოთხშაბათს და დამიდასტურდა, ათვლას ვიწყებ სამშაბათიდან, ანუ ორშაბათი ითვლება ნულოვან დღედ და სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით ვარ იზოლაციაში. იზოლაციას ვტოვებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიცხე არ მაქვს. სხვა სიმპტომები, მაგ. ხველა, სურდო და ა.შ. შესაძლოა, გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს, ამიტომ მე-5 დღის მერე ინდივიდს აქვს უფლება, გამოვიდეს იზოლაციიდან, მაგრამ სიცხის შემთხვევაში, იქამდე ვრჩები იზოლაციაში, სანამ 24-საათიანი უსიცხო ეპიზოდი არ მაქვს.

2. უსიმპტომო ინდივიდების შემთხვევაში იზოლაციის ხანგრძლივობა არის დადასტურებიდან 5 დღე. მაგ. დამიდასტურდა ორშაბათს, სახლში ვზივარ პარასკევის ჩათვლით.

3. ყველა შემთხვევაში, 5-დღიანი იზოლაციის დატოვების შემდეგ რეკომენდებულია, მომდევნო 5 დღე მოვერიდო ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ახლობლებს და ვიხმარო პირბადე.

4. სამედიცინო პირბადეს ენიჭება გადამწყვეტი მნნიშვნელობა, ნაჭრის არასამედიცინო პირბადეები ომიკრონისგან ვერ გვიცავს.

5.და რაც მთავარია, ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, 5 დღის შემდეგ 90 პროცენტში ვირუსი გასულია ორგანიზმიდან.

6. ორჯერადად აცრილ და დაბუსტულ ინდივიდებს ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის წესები არ ეხებათ (თუ რა თქმა, უნდა ეგრევე არ გამოუვლინდათ სიმპტომი).

7. ხოლო მათზე, ვინც ორჯერადად აცრილია, მაგრამ ბუსტერ დოზა არ აქვს, იზოლაციის ხუთდღიანი წესები ვრცელდება. თუმცა არაერთ სტატიაშია უკვე ნახსენები, რომ ვირუსის საოცარი გავრცელების ტემპის გამო, რეალურად ყველა ყველას კონტაქტი გამოდის, ამიტომ კონტაქტების იზოლირება ფაქტიურად მთელი პოპულაციის იზოლირებას გულისხმობს, რაც წარმოუდგენელია.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი –  თუ სხვა ოჯახის წევრებს ჩემი ინფიცირებიდან მომდევნო დღეებში გამოუვლინდათ ვირუსი, მე იზოლაციის დღეები არ მემატება!!!! (თვეობით რომ ხალხი სახლში გამოკეტილი უნდა ყოფილიყო:()  ითვლება, რომ იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა, ოჯახში სხვა დაავადებულებიც მყავდნენ, 5 დღის მერე, მე ვირუსის მატარებელი და არც გამავრცელებელი აღარ ვარ!!!“

ფხაკაძე: “ომიკრონი” გადაუვლის საქართველოს, ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები