LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე კალანდაძე კოვიდ-19-ის სიმპტომების შესახებ – „ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას…“

768
elenekalandzadze0012

ტელეწამყვანსა და მომღერალს, ელენე კალანდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად იზოლაციაშია სახლში და “პირველი არხის” დილის გადაცემას ჩაერთო, სადაც კოვიდის საყურადღებო სიმპტომების შესახებ ისაუბრა.

ელენე კალანდაძე:

„ისე შემოგეპარება, რომ ვერც აცნობიერებ. რეალურად სიმპტომები ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას. მე მთელი შემოდგომა და ზამთარი ვცივდები და სულ სურდო მაქვს. მეგონა, რომ მორიგი გაციება იყო. ჯერ შემომეპარა სურდო, მცირე ყელის ტკივილი, შემდეგ კი 37 სიცხე, რამაც კითხვის ნიშნები გამიჩინა. პასუხისმგებელი ვარ მილიონი ადამიანის წინაშე, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებს. პროფილაქტიკისთვის გავიკეთე ტესტი იმ განწყობით, რომ კოვიდი არ მექნებოდა, მაგრამ მაქვს.

ახლა ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. სიმპტომი დღითი დღე ნაკლებია,. სიცხე 37 მქონდა, იმის იქით არ დაძრულა. ყნოსვა და გემო, პირიქით, გაძლიერებულად მაქვს. ვცდილობ, ექიმების ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინო, ბევრი სითხე და მოძრაობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები