LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია დეზინფორმაციული ბრიფინგების ჩატარებითაა გამორჩეული – ვწუხვარ, რომ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის კორიდორებში იარონ: შალვა პაპუაშვილი

125
Untitled design

„სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“ „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.

აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება, რომელიც „წუხს, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, ასევე ბრიუსელის კორიდორებში იარონ და ევროპარლამენტარებს შეხვდნენ“.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოში რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დეზინფორმაციული ბრიფინგების ჩატარებით არის გამორჩეული, რომელიც საქართველოს სანქციების გვერდის ავლას აბრალებს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის, თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს თუ ა.შ. ამ დელეგაციაში ორი პარტია – „დროა“ და „გირჩი“ არის ოფიციალურად რადიკალური. რადიკალები არიან, მათ დაყარეს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები, გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას ყოველ დღე, რომ დაყარონ მანდატები და გავიდნენ.

„დროას“ ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს ორ კვრაში ერთხელ და აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას და ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი. და ამ ტყუილის კულტივაციით და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ პარტიებს, როცა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, იმ კავშირის, რომელიც მოგვიწოდებს ჩვენ ამავე დროს დეპოლარიზაციისკენ, ეს არის რა თქმა უნდა რადიკალიზმის წახალისება საქართველოში“, – თქვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები