LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

150
ელენე ხოშტარია

პარტია „დროს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გორის კლინიკაში გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი და ეს შეთავაზება მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია.

„აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ჩემი პოზიცია იყო ძალიან გამჭვირვალე – ჩემი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების საკითხი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იმ მძიმე ვითარებამდე, როდესაც მის სიცოცხლეს დიდი დარტყმა და რისკი მიადგა. ჩვენ დროულად არ მოვუსმინეთ პროფესიონალ ექიმებს.

კონსულტაციები სპეციალისტებთან მქონდა და ჩემი პოზიცია დაფუძნებული იყო ჩემს კოლეგებთან და ექსპერტებთან საუბარზე – გორის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხო გადაყვანა, მისი მკურნალობის გამოსავალია, რაც ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია.  როდესაც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა საუბარი, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები.

სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინა და მისი პოზიცია გაგვეგო. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებ იმისთვის, რომ გორში მიხეილ სააკაშვილი იყოს უსაფრთხოდ. ველოდები სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს. ასევე ექიმს და გავყვები მის რჩევებს, ვინაიდან შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია,“-  განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფოტო: Publika
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g