კვირას ბეირუთში დიზაინერ ელის სააბის უფროსი ვაჟის, ელი სააბი უმცროსისა და კრისტინა მურადის ქორწილი გაიმართა. ელი სააბმა თავად იმუშავა რძლის საქორწილო კაბაზე, რომლის შლეიფი 4 მეტრი გახლავთ. თავად კაბა ღია კრემისფერი და თეთრი ჰაეროვანი აბრეშუმის ნაზავს წარმოადგენს. პირველი დღის საქორწილო კაბას დიზაინერმა 450 საათი დაუთმო და მას 12 დამხმარე ეხმარებოდა.
რაც ეხება მეორე საქორწილო კაბას, რომელიც პატარძალს ქორწილის მეორე დღეს ეცვა, მასზე 650 ათასი ბრჭყვიალა აქსესუარი და 150 ათასი „სვაროვსკის“ კრისტალი დაიხარჯა, ამ კაბის ფატის სიგრძე 3.5 მეტრი გახლდათ. ოდნავ მოგვიანებით კრისტინა ცისფერ ნაზ კაბაში გამოეწყო, ქორწილს უამრავი ცნობილი ადამიაანი ესწრებოდა და ის სამი დღე გაგრძელდა.