საქართველო ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ქვეყანამ მილოცვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებისგან მიიღო, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდანაც. დედოფალმა ელისაბედ მეორემ საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის მოსახლეობას 26 მაისი საუკეთესო სურვილებით მიულოცა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას” – ნათქვამია დედოფლის მილოცვაში.