LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი – ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“ – ან რას მოდიოდა ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა

53
BeFunky-collage (7)

ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის შესაძლო დატოვების თაობაზე. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძე „გაუგებარი თამაშით“ არის დაკავებული.

„ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რომ დადიოდა, რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე ზოგიერთი პოლიტიკოსის. ამდენ ხანს რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა აეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო პარლამენტში?

ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და პირდაპირ რომ გეუბნებიან ამაზე იმუშავეო, რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის – შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ: გიორგი ვაშაძე

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” განიხილავს პარლამენტის დატოვების სცენარს. როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, პარტია ამისათვის შინაგანად მზადაა, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია დასავლელი პარტნიორების შემზადება.

სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში 2 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები