LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელვის პრესლის ულამაზესი შვილიშვილი, რომელიც როკ-ენ-როლის მეფის ასლია

263
elvisnews223

მსახიობი რაილი კიო საზოგადოებამ გაიცნო ფილმით „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზა“, რომელიც ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. ახალგაზრდა მსახიობისთვის ეს ფილმი ორმაგად წარმატებული გამოდგა, რადგან სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე  გაიცნო მან კასკადიორი ბენ სმიტი და მას ცოლად გაჰყვა.

რაილი კიოს ანგარიშზე 20-მდე კინოსურათია, ის ჯერ 32 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. განსაკუთრებით ცნობილია საშინელებათა ფილმი „ქოხი“, სადაც მას პარტნიორობას ალისია სილვერსთოუნი უწევს. ახლა კი რაც შეეხება კიოს ოჯახს, ის ლეგენდარული ელვის პრესლის შვილიშვილია. კიოს დედაა ლიზა მარია პრესლი, ხოლო მამა, კომპოზიტორი, დენი კიო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები