ლონდონში რეჟისორ ტეიტ ტეილორის ახალი ფილმის „გოგონა მატარებელში“ პრემიერა შედგა. პოლ ჰოკინსის გახმაურებული რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს. სწორედ 33 წლის ულამაზესი მსახიობი გახლდათ ლონდონური პრემიერის მთავარი გმირი. ემილი ბლანტი ულამაზეს, ყვავილებით დაპრინტულ კაბაში გამოჩნდა პრემიერაზე. ფოტოგრაფებთან გამოჩენის შემდეგ ბლანტმა გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფებიც დაარიგა.

სპეციალურად ფილმის პრემიერისთვის წითელი ხალიჩის ნაცვლად მატარებლის სარგინიგზო რელსების იმიტაცია შექმნეს, სადაც ფილმში მონაწილე მსახიობები პოზირებდნენ. პრემიერაზე ასევე იმყოფებოდა ლუკ ევანსი, რომელიც ფილმში ასევე მთავარ როლს ასრულებს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები