LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

4907
ვირუსს ენდელაძე

„გავრცელებულია კორონავირუსის ახალი ქვეშტამია, რომელიც საქართველოშიც დასტურდება, მაგრამ ამავდროულად გვხვდება ადენოვირუსი (სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადება), რესპირატორული ვირუსი (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციის გამომწვევია) და პარაგრიპი (გრიპისმაგვარი დაავადება, რომლის კლინიკური მიმდინარეობა ხანმოკლეა, ხოლო დასაწყისი მწვავე)“,  – ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში გაციების შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან დღეს მოქალაქეები „თავს ისე არ იცავენ, როგორც პანდემიის დროს“.

„როდესაც ადამიანს სიცხე აქვს, პირველ რიგში, კორონავირუსზე უნდა დაიტესტოს. ვფიქრობ, ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და  საყურადღებოა, რადგან ცირკულირებს კორონავირუსიც, პარაგრიპიც და რესპირატორული ვირუსიც.

პაციენტს ერთი ვირუსი რომ შეხვდება, მეორისგან არ იცავს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს, რომ ორი სხვადასხვა ვირუსი  არ შეხვდეს.

რესპირატორული ინფექცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. წინა წლებში არ იყო ვირუსული ინფექციები გავრცელებული, რაც ალბათ, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თავს ვიცავდით და ყველა ღონისძიება, რაც იყო კოვიდისთვის, იყო გრიპისთვისაც.

ახლა უკვე თავს აღარ ვიცავთ და ამიტომ გაიზარდა გაციებულთა რაოდენობა. ამ სეზონზე სავარაუდოდ, უფრო მოიმატებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსი არის გახანგრძლივებული. ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა აქვს ხველა“. – ამბობს ინფექციონისტი „ფორტუნასთან“.

ენდელაძის თქმით, გავრცელებული ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. 

„რადგან რესპირატორულ ინფექციებში გრიპი ყველაზე მძიმე ვირუსული ინფექციაა,სასურველია, პირველ რიგში, ვაქცინაცია. (კარგია, თუ ამ დროისთვის უკვე  ჩატარებული გაქვთ).

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისევ საჭიროა პირბადე. სასურველია ჰიგიენური რეჟიმის დაცვა. ასევე სასურველია ორგანიზმის არასპეციფიკური საშუალებებით გაძლიერება, მაგრამ მას უშუალოდ ექიმი ნიშნავს, პაციენტი თვითნებურად  ვერ დაინიშნავს მკურნალობას.

საჭიროა, ძირითადად სითხეებით დატვირთვაა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება.

და პირველ რიგში, ვინც არის დაავადებული, თუნდაც პატარა რესპირატორულ სიმპტომებს გრძნობს, თავი უნდა შეიკავონ სოციუმში მოსახვედრისგან. უნდა გვქონდეს შეგნება, რომ ვირუსი სხვას არ გადავდოთ“ . – ამბობს ენდელაძე „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები