“ექიმები მიშას სიცოცხლის გადასარჩენად” – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ექიმთა ნაწილმა აქცია გამართა.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკიაში გადაყვანის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება სხვადასხვა ექიმი და ჯანდაცვის ექსპერტი.
მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან ვატო სურგულაძე, სერგო ჩიხლაძე, ვაჟა გაფრინდაშვილი. აქციის ორგანიზატორების თქმით, მომზადდა წერილობითი მიმართვა, რომელსაც ხელს აწერენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
განცხადებას დღესვე პრემიერ-მინისტრს შეუგზავნიან. მიმართვის მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.